აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
არა არტ არქ

არქეტიპი

Gk.
( pxérorov პირველსახე) მრავალმნიშვნელობიანი ტერმინია. ყველაზე ზოგადი გაგებით: წინასახე, იდეა. ფსიქოლოგიაში: უნივერსალური დასაბამიერი თანდაყოლილი ფსიქიკური სტრუქტურები, რომლებიც კოლექტიური ქვეცნობიერის შინაარსს შეადგენენ, გამორკვევადია ჩვენს გამოცდილებაში და გამოააშკარავებადია, გამოვლენადია, როგორც წესი, სიმბოლიკის, სიზმრების, ზღაპრების, ლეგენდების, მითების, თქმულებების სახეებსა და მოტივებში. არქეტიპები ვლინდება ინდივიდუალური შეგნების ზედაპირზე ხატის (ხატოვნების) სახით. ინდივიდუალურ სახეთა მთელი მრავალგვარობა განპირობებულია რომელიღაც წინასახით, რომელსაც საბოლოო ჯამში წარმოშობს არქეტიპური ფორმა. არქეტიპები ვლინდება როგორც სახეები და იმავდროულად როგორც ემოციები. არქეტიპური სახეების ემოციონალურობა უზრუნველყოფს მათ დინამიკურ მოქმედებას. ინდივიდუალურ შეგნებათა შეხებისას მათ შეუძლიათ გააღვიძონ ადამიანის ქვეცნობიერი აქტიურობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9