ამორჩევა)ყველაზე ზოგადად: გადარჩევა. ეს არის მუდმივად ზრდადი კულტურული მემკვიდრეობის მთელი მრავალფეროვნებიდან გადარჩევა იმ აუცილებელი ფუნდამენტალური ცოდნისა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცივილიზაციის შემდგომ განვითარებას. რაც უფრო დიდხანს და შორს ვითარდება კაცობრიობა, მით უფრო მეტად იზრდება ამ ცოდნის მოცულობა და რთულდება მისი შინაარსი, და მით უფრო რთულია აუცილებელი სელექციის ჩატარება, რომ ჩაეტიოს იგი დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელიც გამოყოფილია ახალი თაობების სწავლებისათვის. ამ სელექციის განხორციელება, როგორც წესი, ევალება ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ საგანმანათლებლო სტრუქტურებს, სამინისტროებისა და უწყებების ჩინოვნიკებს, რომლებიც საამისოდ სპეციალურად არიან რწმუნებულნი. სწორედ ისინი წყვეტენ, რა უნდა ასწავლონ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ამით განსაზღვრავენ, ცოდნის რომელი პლასტები ექვემდებარება დავიწყებას და რომელი შენახვას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.