ენათმეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ენობრივ ერთეულთა მნიშვნელობებს, ნიშნების მიმართებას მათდამი. შესწავლის ინსტრუმენტად ღებულობენ სემანტიკურ ანალიზს. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში სემანტიკას ხშირად უწოდებდნენ სემასიოლოგიას. მეცნიერები, რომლებიც სემანტიკას იკვლევენ, დღემდე იწოდებიან სემასიოლოგებად.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.