|

სა სე
სელ სემ სენ სერ

სემინარი

L.
(სანერგე)სასწავლო პრაქტიკული მეცადინეობის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც მოსწავლეები (სტუდენტები, სტაჟიორები) განიხილავენ მოხსენებებს, რეფერატებსა და სხვა მისთანებს, რომლებიც შესრულებულია მათ მიერ სასწავლო ან სამეცნიერო საქმიანობის შედეგების მიხედვით, მასწავლებლის ხელმძღვანელობით. მასწავლებელი ასეთ შემთხვევაში არის სემინარის თემის განხილვის კოორდინატორი. სემინარისათვის მომზადება აუცილებელია ყველა მონაწილისთვის. სემინარული განხილვის მიზნები ორიენტირებულია პროფესიული პოლემიკის ჩვევების ფორმირებასა და განსახილველი მასალის განმტკიცებაზე. სემინარები უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერულ-პედაგოგიური კადრების მომზადების ფრიად ეფექტური ფორმაა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9