(გრძნობა, შეგრძნება) ადამიანის ქარაქტეროლოგიური თავისებურება, რომელიც მჟღავნდება მაღალ მგრძნობიარობაში იმ მოვლენის მიმართ, რომელიც მის თავს ხდება. ასეთ მგრძნობელობას, ჩვეულებრივ თან ახლავს გაძლიერებული მღელვარება, ახალი სიტუაციების, ხალხისა თუ სხვა რამეთა შიში.სენზიციურ ადამიანებს ახასიათებთ სიმფრთხალე, სიმორცხვე, წარსულ თუ მომავალ შთაბეჭდილებათა ხანგრძლიობა და სხვა. ეს არის ადამიანის უნარი, შეიგრძნოს, განასხვაოს და რეაგირება მოახდინოს გარე გამღიზიანებლებზე. რაოდენობრივად არჩევენ ამაღლებულ და დადაბლებულ სენსიტიურობას (მგრძნობელობას); სენსიტიური ტიპი (ფსიქ).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.