ეს ის ჩვევებია, რომლებიც უზრუნველყოფს კონტროლის სხვადასხვა პროცესების კოორდინაციას. მოძრაობები, რომლებიც იმთავითვე მოითხოვენ თავის ტვინის ქერქის ძლიერ დაძაბულობას, დროის განმავლობაში ავტომატური ხდება. უმჯობესდება კუნთთაშორისი კოორდინაცია, რომელიც კუნთების ცალკეული ჯგუფების ერთობლივ მუშაობას წარმოადგენს. იმავდროულად სრულიყოფა აგონისტებისა და ანტაგონისტების კუნთების წყვილთა მუშაობა. მოძრაობის შედეგად უფრო ჰარმონიული, ეფექტური და ეკონომიური ხდება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.