(შინაგანი კეთილგანწყობილება, სწრაფვა) მტკიცე ემოციონალური წინასწარი კეთილგანწყობის გრძნობა ვინმეს ან რაიმეს მიმართ; თანაგრძნობა, შინაგანი სწრაფვა ვინმესადმი. სიმპათია, როგორც წესი, აღმოცენდება საერთო შეხედულებების, ინტერესებისა და ფასეულობების საფუძველზე, ასევე,სხვა ადამიანის გარეგნობაზე, ქცევასა და ხასიათის ნიშნებზე არჩევითი დადებითი რეაქციის შედეგად. ერთი ადამიანის სიმპათია მეორისადმი ვლინდება როგორც ინსტინქტური მიდრეკილება, მათ შორის შინაგანი ნათესაობის გრძნობა. გამოიხატება ადამიანის მიმართ ამაღლებულ ინტერესში, კეთილმოსურნეობაში, ყურადღებასა და მისთვის დახმარების გაწევის სურვილში. საპირისპიროა ანტიპათია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.