(მსგავსი; ერთსა და იმავე დროს) ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს მიმდინარე; სინქრონული; სინონიმებია: ერთდროული, სინქრონული; ანტონიმებია: სუკცესიური, თანამიმდევრული, სხვადასხვადროული, ფსიქოლოგიაში ტერმინი სიმულტანური აღნიშნავს რომელიმე ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობის პრაქტიკულ ერთდროულობას მათი შეკუმშულობისა და ავტომატიზირებულობის გამო, მაგალითად, სიმულტანურია მთარგმნელი-სინქრონისტის მიერ ზეპირი მეტყველების აზრობრივი აღქმა მშობლიურ და უცხოურ ენაზე. თუ ადამიანი არასაკმარისად ფლობს უცხოურ ენას, მაშინ უცხოური მეტყველების აზრობრივი აღქმისა და თარგმნის პროცესი ხდება გაშლილი (სუკცესიური).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.