(წინსართი საერთოობის მნიშვნელობით საქმიანობა)მეცნიერება, რომელიც იკვლევს რთული სისტემების გადასვლას მოუწესრიგებელი მდგომარეობიდან მოწესრიგებულში და ამ სისტემის ელემენტებს შორის ავლენს ისეთ კავშირებს, რომელთა დროს ამ სისტემის ფარგლებში მათი ჯამური ქმედება თავისი ეფექტით ჭარბობს ცალკეული ელემენტების ქმედებათა ეფექტების ჯამს. როგორც მეცნიერება, აღმოცენდა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში. პედაგოგიკისათვის თამაშობს ერთ-ერთი მეთოდოლოგიური პრინციპის როლს, რადგანაც საგანმანათლებლო პროცესში, მიზანმიმართულ ურთიერთქმედებათა ჩარჩოებში, შეიმჩნევა სწორედ ის ეფექტები, რომლებსაც სწავლობს სინერგეტიკა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.