აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ასა ასე ასი ასო ასპ ასტ

ასაკობრივი პედაგოგიკა

პედაგოგიკის ნაწილი, რომელიც მოიცავს მრავალ პედაგოგიკურ მეცნიერებას (სკოლამდელი პედაგოგიკა, დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა, პროფესიულ-ტექნიკური განათლების პედაგოგიკა, საშუალო სკოლის პედაგოგიკა, უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა, ანდრაგოგიკა). იკვლევს აღზრდის, სწავლებისა და განათლების კანონებსა და კანონზომიერებებს, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციულ ფორმებსა და მეთოდებს, პიროვნების განვითარების სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპებზე. ობიექტი ბავშვის აღზრდის პროცესი დაბადების მომენტიდან ზრდილის მდგომარეობაში გადასვლამდე. საგანი ბავშვობის სხვადასხვა სტადიაში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის კანონზომიერებები, მეთოდები, საშუალებები და ტექნოლოგია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9