(კიბე) ზომის საშუალებათა მაჩვენებელი მოწყობილობის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს დანაყოფთა დალაგებულ (მოწესრიგებულ) მწკრივს,მასთან დაკავშირებული ნუმერაციით, სკალები (შკალები) შეიძლება განწყობილი იყოს წრეზე, რკალზე ან სწორ ხაზზე. შეფასებითი სკალები ეს არის თვითშეფასება და რეიტინგი. თვითშეფასება გულისხმობს ინდივიდის მიერ საკუთარი მიღწევების, პიროვნული თვისებების, მოქმედებების, ქცევებისა და სხვა მისთანათა შეფასებას გარკვეული პარამეტრებით. ამასთან, შეფასებათა სკალა დგინდება ქულებში,პროცენტებში ან სხვა რაოდენობრივ მახასიათებლებში, რომლებიც შემდეგ ექვემდებარება სტატისტიკურ ანალიზსა და ხარისხობრივ ინტერპრეტაციას. მეთოდის სუსტი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდის მიერ საკუთარი მახასიათებლების შეფასებაში სუბიექტურობა ჭარბობს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.