აადამიანის განვითარების პერიოდიზაცია დაბადებიდან სიკვდილამდე, ადამიანის ცხოვრების ასაკობრივი ეტაპების საზღვრების დადგენა, საზოგადოებაში მიღებული ასაკობრივი სტრატიფიკაციის სისტემა. ასაკობრივი პერიოდიზაცია ასაკობრივ ფიზიოლოგიაში:
ახალშობილობა (პირველი 10 დღე)
ძუძუს ასაკი (10 დღე- ერთი წელი),
ადრეული ბავშვობა (1-3 წელი),
პირველი ბავშვობა (4-7 წელი),
მეორე ბავშვობა (8-12 წელი),
მოზარდობის ასაკი: ბიჭის 13-16 წელი, გოგოს 12-15 წელი,
სიჭაბუკის ასაკი: ჭაბუკის 17-21 წელი, ქალიშვილის 16-20 წელი.
მედიცინაში:1. ახალშობილობა (პირველი 3-4 კვირა, 2. ძუძუს ასაკი (უმცროსი ბაგის, 4 კვირა-1 წელი), 3. სკოლამდელისწინარე ასაკი (უფროსი ბაგის, 1-3 წელი), 4. სკოლამდელი ასაკი (3-7 წელი), 5. უმცროსი სასკოლო ასაკი (7-12 წელი), 6. მოზარდობის ასაკი, 7. უფროსი სასკოლო ასაკი (12-18 წელი). ასაკობრივ ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში: 1. ჩვილობა (დაბადებიდან 1 წლამდე), 2. წინასკოლამდელი ბავშვობა (1-3 წელი), 3. სკოლამდელი ბავშვობა (3-6 წელი), 4. უმცროსი სასკოლო ასაკი (6-10 წელი), 5. მოზარდობის ასაკი (საშუალო სასკოლო, 10-15 წელი), 6. სიჭაბუკე: პირველი პერიოდი 15-17 წელი, მეორე პერიოდი 17-21 წელი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.