(დასვენება, სასწავლო მეცადინეობა, სკოლა)სასწავლო დაწესებულება ზოგადი განათლების მისაღებად. ფართო გაგებით სიტყვა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებისათვის. მაგალითად: მუსიკალური სკოლა, სპორტული სკოლა და სხვ. ყველაზე ზოგადი განსაზღვრით ეს არის: სოციალური ინსტიტუტი, საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების, პიროვნებისა და სახელმწიფოს საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.