პედაგოგიკის დარგი, რომელიც სწავლობს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს ზოგადი განათლების დაწესებულებებში (ობიექტი); ზოგადსა განმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდის კანონზომიერებებს, შინაარსს, ფორმებს, მეთოდებსა და საშუალებებს (საგანი). სკოლის პედაგოგიკა მოიცავს დიდაქტიკას, აღზრდის თეორიასა და მართვის თეორიას, ბავშვებისა და მოზარდების ჰიგიენას (სასკოლო ჰიგიენას) იმ ნაწილში, სადაც ერთმანეთს ემთვევა მათი გამოკვლევის ობიექტი და საგანი, ასევე, ურთიერთმოქმედებენ ასაკობრივ პედაგოგიკასთან, პედაგოგიკის ისტორიასთან, შედარებით პედაგოგიკასთან, დეფექტოლოგიასთან, სამკურნალო პედაგოგიკასთან და პედაგოგიკის სხვა დარგებთან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.