აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ასა ასე ასი ასო ასპ ასტ

ასაკობრივი პერიოდიზაცია პედაგოგიკაში

  1. ისეთი აუცილებელი სისტემა პედაგოგიკაში, რომლის წყალობითაც მასწავლებელმა იცის, მუშაობის რომელი მეთოდები და ხერხები სად გამოიყენოს, როგორ გამოიყენოს, როდის გამოიყენოს, მოსწავლის რომელ ასაკობრივ პერიოდში. სამი წლისა და თხუთმეტი წლის ორივე ბავშვია, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდებიან თავიანთი განვითარების ფიზიკური და ფსიქიკური თავისებურებებით. ამასთან, ხშირად ფიზიკური ზემოქმედებს ფსიქიკურზე. მნიშვნელოვანია ყველაფერი: ნიჭიერებისა და უნარების დონე, სამყაროს აღქმის თავისებურებანი, ჰორმონების გავლენა ბავშვის ორგანიზმზე და სხვა. პედაგოგიკაში მოზარდი ბავშვისათვის სტანდარტულად ჩვილობის ასაკი დაბადებიდან 1 წლამდე. ამ ეტაპზე მხოლოდ ეყრება საფუძველი საბაზო ფიზიკურ ჩვევებს, მიმდინარეობს სამყაროს, ძირითადად პასიური, მაგრამ უწყვეტი შემეცნება.
  2. მეორე პერიოდი: ადრეული ბავშვობის ასაკი - 1 წლიდან 3 წლამდე. ამ ასაკში ბავშვი იწყებს სამყაროს აქტიურ შემეცნებას, ყალიბდება სოციალურის ჩანასახები, პროგრესირებს კომუნიკაციურობითი ფუნქცია. ყველა ფიზიკური ჩვევა არსებობს, თუმცა, სრულყოფილებამდე მათ ბევრი აკლია. მ
  3. მესამე პერიოდი: - 3 წლიდან 6 (ან 7) წლამდე. ამ ასაკში ბავშვის ცნობიერებაში ყალიბდება პიროვნული „მე“, იგი ხდება საზოგადოების წევრი, აქტიურად ურთიერთობს სხვა ბავშვებთან და უფროსებთან. ბავშვი ხდება საზოგადოების პატარა წევრი და ადვილად ითვისებს მისი ქცევის ძირითად ნორმებს. მისი ცნობისმოყვარე გონება ასეთ ასაკში ჯერ კიდევ აბსოლუტურად სუფთაა, მისთვის არ არსებობს სირთულეები და მას უკვე შეუძლია აქტიურად სწავლა, თუმცა, თამაშობითი ფორმით.
  4. მეოთხე პერიოდი: უმცროსი სასკოლო ასაკი - 6 (ან) 7 წლიდან 11 წლამდე. ფიზიკური ჩვევები ჩამოყალიბებულია სრულად, მაგრამ განაგრძობენ განვითარებას. პატარა ადამიანი დიდი ცხოვრების გზაზე დგება და გარკვეულ დონეზე ფლობს ისეთ ცნებებს, როგორიცაა: გრაფიკი, მოვალეობა, საჭიროება, აუცილებლობა. ეს პერიოდი ბავშვისათვის რთულია და აქ მასწავლებელი ეხმარება მას ფეხზე დადგომაში. მ
  5. მეხუთე პერიოდი: ფროსი სასკოლო ასაკი - 11 წლიდან 14 წლამდე. ეს მეხუთე-მერვე კლასების მოსწავლეებია. აღიარებულია, რომ ეს პერიოდი ყველაზე რთული და პრობლემურია. ამ ასაკში ბავშვებში ხდება ჰორმონების აფეთქება, რის გამოც ისინი არა მარტო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და ნერვიულები ხდებიან, არამედ, ხშირ შემთხვევაში, აგრეთვე, უმართავებიც. ამასთან, გონება და ცნობიერება იწყებს მწიფობას, თუ სამყარო მანამდე ბავშვურად მარტივი იყო, და ის, რაც ეჩვენებოდათ თვალსაჩინოდ განმარტებებს არ საჭიროებდა, ახლა უკვე ყველაფერი საეჭვოა. ბავშვები ყოველგვარ ინფორმაციას ეჭვის თვალით, უნდობლურად უყურებენ, მათ გონებაში მაქსიმალიზმის ელემენტები ჩნდება. ამიტომ, ბავშვს რომ ზიანი არ მიადგეს, რომ არ გადაუხვიოს მან სწორი გზიდან, პედაგოგისაგან მოითხოვება მათდამი ფაქიზი მიდგომა და მთელი მისი ძალისხმევის მიმართვა ბავშვების მეამბოხე გონების სწორი განვითარებისკენ.
  6. მეექვსე პერიოდი: უფროსი სასკოლო ასაკი - 14 წლიდან 17 წლამდე. ნაწილობრივ ეს ასაკი ითვისებს უფრო გვიანდელ პერიოდსაც,
  7. 17-19 წლებს, რომელსაც სიჭაბუკის პერიოდი ეწოდება. ამ ასაკობრივი ჯგუფების თვისებები მსგავსია. ამ ასაკში მეცხრე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები სერიოზულად მწიფდებიან, პიროვნებები ხდებიან. პიროვნებად ქმნადობა ეს მტკივნეული პერიოდია, იგი იწყება ძალიან ადრეული წლებიდან და გრძელდება სკოლის დამთავრების შემდეგაც. უფროსკლასელების პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ზრდილი ადამიანებია, რომელთაც შეუძლიათ სამყაროს ადეკვატური აღქმა. მაგრამ მთელი ეს სიმწიფე და ზრდილობა რამდენადმე მოჩვენებითი და არაბუნებრივია. ამიტომ ამ ასაკის ადამიანებს თავის ამპლუაში განმტკიცებისათვის დრო სჭირდება. ასკობრივი პერიოდიზციის სხვა ვარიანტებიც არსებობს.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9