აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ასა ასე ასი ასო ასპ ასტ

ასერტულობა

E.
(assertive oneself შეუპოვრად ყოფნა) — ადამიანის უნარი, თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე და სხვებთან დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია, ამ დროს ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს და სხვებს. ასერტულობა აძლევს ადამიანს სხვებთან ღია კომუნიკაციის საშუალებას. ასერტული ქცევა აძლევს საშუალებას ადამიანს, რომ დაიცვას საკუთარი პოზიცია, მაშინაც კი, როცა სხვებს განსხვავებული აზრი გააჩნიათ. ასერტული დარწმუნებულია თავის თავში, ფლობს დამოუკიდებლობას და არ ექვემდებარება სხვის მანიპულირებას გარედან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9