(assimilatio შერწყმა assimila– re მიმსგავსება) ცნობიერებაში გარეგანი ობიექტებისა (ადამიანთა, საგანთა, იდეათა, ფასეულობათა) და არაცნობიერი შინაარსების ინტეგრაციის პროცესი. პიაჟეს ინტელექტის ოპერაციონალური კონცეფციის კონსტრუქტი, რომელიც გამოხატავს მასალის შეთვისებას ქცევის უკვე არსებულ სქემებში მისი ჩართვის ხარჯზე. ხორციელდება ბიოლოგიური ასიმილაციის ანალოგიით. ადაპტაციის ნებისმიერ აქტში ასიმილაცია მჭიდროდაა დაკავშირებული აკომოდაციასთან. ბავშვის განვითარების ადრეულ საფეხურებზე ახალი საგნის შეხვედრა არსებულ სქემასთან იწვევს საგნის თვისებათა დამახინჯებას და თვით სქემის ცვლილებას, ამასთან, აზრი ღებულობს შეუქცევად ხასიათს. ასიმილაციასა და აკომოდაციას შორის წონასწორობის დამყარებისას აზრი შექცევადი ხდება და ეგოცენტრული პოზიცია იცვლება ფარდობითით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.