სწავლების მეთოდი, რომლის პროცესში კონტაქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ხორციელდება რამდენადმე დაყოვნებით დროში. ინტერნეტრესურსი, რომელიც გამოიყენება ასინქრონული სწავლების ხელშემწყობად, მოიცავს: ელექტრონულ ფოსტას, დაგზავნების ელექტრონულ სიებს, ელექტრონულ კურსებს, კონფერენც-კავშირების სისტემებს, ელექტრონულ ტესტებს, ვირტუალური ტრენინგის სისტემებს, ინტერნეტფორუმებს და სხვა. სწავლების ასინქრონული ფორმები ზოგჯერ ივსება სინქრონული კომპონენტებით. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაციის ასინქრონული პრინციპის საფუძველია სწავლების კონსტრუქტივისტული თეორია, რომელიც მოსწავლეს აძლევს დიდ თავისუფლებას დისციპლინების შერჩევასა და განათლების გაგრძელებაში. ამასთან, მას საკუთარ სწავლებაზე (თვითსწავლებაზე) აკისრებს მეტ მოვალეობას, ვიდრე ეკისრება საგანმანათლებლო პროცესის სინქრონული ორგანიზაციისას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.