აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ასა ასე ასი ასო ასპ ასტ

ასოციაცია

L.
(associatio შეერთება, ურთიერთკავშირი) — ტერმინს აქვს მრავალი მნიშვნელობა. ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში იგი აღნიშნავს ცალკეულ ხდომილობებს, ფაქტებს, საგნებს ან მოვლენებს შორის კანონზომიერად წარმოშობილ კავშირს, რომელიც აისახება ცნობიერებაში და განმტკიცებულ სახეს ღებულობს მეხსიერებაში. A და B ფსიქიკურ მოვლენებს შორის ასოციაციური კავშირის არსებობის დროს ადამიანის ცნობიერებაში A მოვლენის წარმოშობას თან სდევს B მოვლენის გაჩენაც. აზროვნებაში ასეთი კავშირი აღმოცენდება ხოლმე ფსიქიკის ელემენტებს შორის და მისი შედეგი ისაა, რომ გარკვეულ პირობებში ერთი ელემენტის გამოჩენა იწვევს მასთან დაკავშირებული მეორე ელემენტის გამოჩენასაც; ეს არის ელემენტებს, საგნებს ან მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის სუბიექტური სახე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9