მიმართულება ფსიქოლოგიაში, რომელიც მეფობდა მეცხრამეტე საუკუნის შუაწლებში და, რომლის მიხედვითაც ფსიქიკური ცხოვრება წარმოადგენს ჯამს ცალკეული „ელემენტებისა“ (შეგრძნებების, წარმოდგენების, განცდების), რომლებიც დაკავშირებულია (ასოცირებულია) ერთმანეთთან. მაგალითად, ასოციაციონიზმის მიხედვით მეხსიერების, წარმოსახვის, აზროვნებისა და სხვა. პროცესები სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული წარმოდგენების შეხამების შედეგი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.