(attitude მიმართება) ეს არის სოციალური განწყობა; სუბიექტის წინასწარი განწყობა (მიდრეკილება) გარკვეული სოციალური ქცევის აღსრულების მიმართ. ამასთან, იგულისხმება, რომ ატიტიუდს გააჩნია რთული სტრუქტურა და თავის თავში მოიცავს კომპონენტების მთელ რიგს: წინასწარი განწყობა იმისა, რომ აღიქვას, შეაფასოს, გააცნობიეროს და, როგორც შედეგი, მოცემულ სოციალურ ობიექტთან (მოვლენასთან) მიმართებაში იმოქმედოს გარკვეული წესით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.