(მიზიდვა)
ტერმინი აღნიშნავს ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის აღქმის დროს მიმზიდველობის წარმოშობას. სუბიექტს მიმზიდველობა უყალიბდება როგორც მისი სპეციფიკური ემოციონალური მიმართების შედეგი, რომლის შეფასება ბადებს გრძნობათა ნაირსახოვან გამას (სიძულვილიდან დაწყებული სიმპათიამდე და სიყვარულამდეც კი) და ვლინდება მეორე ადამიანის მიმართ განსაკუთრებული სოციალური განწყობის სახით.
პედაგოგის უნარი, ფლობდეს მიმზიდველობის ძალას, შეეძლოს მოხიბლოს გარშემომყოფი ადამიანები, იყოს მომხიბვლელი და ღია.
წინადადებაში სიტყვათა შეწყობა არა გრამატიკული ფორმის მიხედვით, არამედ აზრობრივად. მაგალითად, ყველა მოვიდნენ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.