აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ატე ატი ატრ

ატრიბუტული

L.
(attributio მიწერა) ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მეორე ადამიანის ქცევის მიზეზების ახსნის მექანიზმს. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს სოციალური ობიექტებისათვის (ადამიანისთვის, სოციალური ერთობის ჯგუფისთვის) აღქმის ველში წარმოუდგენელი მახასიათებლების მიწერა. ატრიბუციის აუცილებლობა იმითაა განპირობებული, რომ ინფორმაცია, რომელსაც მკვლევარს დაკვირვება აწვდის, არ არის საკმარისი სოციალურ გარემოსთან ადეკვატური ურთიერთქმედებისათვის და საჭიროებს „დასრულებას“. ატრიბუცია უშუალოდ აღქმული ინფორმაციის სწორედ ასეთი „დასრულების“ ძირითადი ხერხია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9