ასე ეწოდება იმ გავლენას, რომელსაც ადამიანის საქმიანობაზე ახდენს სხვა ადამიანთა თანდასწრება. ეს გავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითიც. მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით დადგინდა, რომ, თუ ადამიანი ასრულებს ადვილ ან მისთვის ცნობილ სამუშაოს, მაშინ სხვა ადამიანთა თანდასწრება მუშაობის შედეგს აუმჯობესებს, რადგანაც სტიმულირებს სწორი რეაქციების წარმოშობას. თუ სამუშაო რთულია და ნაკლებად ცნობილი, მაშინ სხვა ადამიანთა თანდასწრება მუშაობის შედეგს აუარესებს, რადგანაც სტიმულირებს არასწორ რეაქციებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.