(autismus auto; თვითონ) ფსიქიკის მდგომარეობა. საკუთარი განცდების სამყაროში ჩაძირვა გარესამყაროსაგან სრული განდგომით; ეგოცენტრული თვითიზოლაცია; გენიოსების დაავადებაა. ეს არის ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კარჩაკეტილობით, ურთიერთობათა სურვილის არქონით. აუტისტი უპირატესობას ანიჭებს საკუთარ შინაგან სამყაროს. ტერმინი შემოიღო შვეიცარიელმა ფსიქიატრმა ეიგენ ბლეთერმა, გამოიყენება როგორც ფსიქიკური განვითარების უხეში ანომალიის აღსანიშნავად, ისე ნორმალურ ფსიქიკასთან მართებაშიც (აუტიზმი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური დაცვის ხერხი). აუტისტი ბავშვები ფლობენ კარგ მეხსიერეას, ავლენენ მათემატიკურ და მუსიკალურ ნიჭიერებას, გააჩნიათ სწავლის უნარი, მიდრეკილნი არიან ენების შესწავლისაკენ, მაგრამ მათი დაუფლების ვადებმა შეიძლება გადაწიონ უფრო გვიანდელ ასაკობრივ პერიოდებზე, ვიდრე ჩვეულებრივ. ასეთი ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ ოჯახებში და არა სპეციალურ ინტერნატებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.