ადამიანი, რომელიც მთლიანად ღებულობს ახალ გამოცდილებას, მას ფართო შეხედულებები აქვს, იგი ენთუზიაზმით ეკიდება ყოველგვარ ახალს. მას ახასიათებს ტენდენცია, ჯერ იმოქმედოს, შემდეგ იფიქროს შედეგებზე. როგორც კი პირველი საწყისი ენთუზიაზმი იწყებს ჩაქრობას, იგი მაშინვე იწყებს ჩაფიქრებას რაღაცა ახლის. იდეების რეალიზაცია და დანერგვა მისთვის მოსაწყენია. ის მუდმივად მიმართავს კოლეგებს და ამასთან, აკეთებს ყველაფერს, რომ მოვლენათა შუაგულში დარჩეს. ასეთ ადამიანს მხარდაჭერა სჭირდება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.