(actualis ქმედითი, ნამდვილი) მიმდინარე მომენტის პირობებში მნიშვნელოვანი. მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისი; თანამედროვეობისათვის დიდად მნიშვნელოვანი, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი; საჭირბოროტო. საზოგადოდ არსებობს სიტყვა აქტუალი ტერმინის სახით, მაგალითად, აქტუალ-სერვისი, აქტუალ-ტრანსი და სხვა., მაგრამ ეს სიტყვა ჩვეულებრივ ქართულ სამეტყველო გამოყენებაში არ დამკვიდრებულა. ქართულში დამკვიდრდა სიტყვა აქტუალური. აქედან აქტუალურობა და არა აქტუალობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.