კონკრეტული ადამიანის მიერ სიტყვის წარმოთქმის მანერა. აქცენტში აისახება სხვა ენის ან კილოს, იშვიათად ინდივიდუალური ლაპარაკის, ბგერითი თავისებურებანი. იგი ხშირად ეროვნულია, ვლინდება არამშობლიურ ენაზე საუბრისას. აქცენტი არ უნდა აგვერიოს დიალექტებში, რომლებიც ენის ვარიანტებად ითვლება და რომლებიც შეიძლება მისგან განსხვავდებოდეს სიტყვათა მარაგით, სინტაქსითა და მორფოლოგიით ისევე, როგორც — წარმოთქმით. დიალექტებზე, ჩვეულებრივ, ლაპარაკობს ჯგუფი, გაერთიანებული გეოგრაფიული მდებარეობის ან სოციალური სტატუსის საფუძველზე.