აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აქს აქტ აქც

აქცენტუაცია

L.
(accentus მახვილი)პიროვნების ხასიათის აქცენტუაცია. ეს არის გადაჭარბებული, მეტისმეტი გაძლიერება ხასიათის ცალკეული ნიშან-თვისებებისა და მათი შეხამებებისა, რომლებიც წარმოადგენენ ნორმის უკიდურეს ვარიანტებს; მათ ახასიათებთ ტენდენცია სოციალურად დადებითი და სოციალურად უარყოფითი განვითარებისკენ იმის მიხედვით, თუ როგორია გარემოსა და აღზრდის ზეგავლენა. ტერმინი შემოიღო გერმანელმა ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა ლეონგარდმა. მასწავლებლისათვის პიროვნების ხასიათის აქცენტუაციის ცოდნა აუცილებელია იმიტომ, რომ კარგად გაუგოს აღსაზრდელებს და სწორად განახორციელოს მათდამი ინდივიდუალური მიდგომა. აქცენტუაციის სახეებია: ასტენიკური, ჰიპერტიმული, დემონსტრაციული, დისტიმური, ლაბილური, სენზიციური, შიზოიდური, ციკლოიდური და ეპილენტოიდური.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9