აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აღზ აღმ აღტ აღქ

აღზრდა

პედაგოგის მიზანმიმართული საქმიანობა, რომლიც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების მაქსიმალურ განვითარებას, მის შესვლას თანამედროვე კულტურის კონტექსტში, საკუთარი ცხოვრების სუბიექტად ქმნადობას, მისი მოტივებისა და ფასეულობების ფორმირებას. ეს არის ტექნოლოგიების კომპლექსი, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე (აღზრდა) ან პიროვნების ცვლილებაზე (ხელახლა აღზრდა). პავლოვის განმარტებით, აღზრდა ეს არის პოპულაციის ისტორიული მეხსიერების შენახვის უზრუნველყოფის მექანიზმი. ინგლისურ ენაში არ არსებობს ანალოგი ქართული სიტყვისა „აღზრდა“. ინგლისურ ენაზე ეს სიტყვა ითარგმნება როგორც: „სწავლება“, „წვრთნა“, „ფეხზე დაყენება“ და სხვა. აღზრდის ცნებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის სოციალიზაცია, ე. ი. ბავშვებისა და მოზარდების მიერ მშობლიური კულტურის საფუძვლების დაუფლება, რაც რეგლამენტირებას უკეთებს სიკეთისა და ბოროტების, მოსაწონი და არმოსაწონი ქცევების, ცოდნის, ტრადიციებისა და ჩვეულებების ცნებებს. აღზრდის სახეებია: გონებრივი აღზრდა, ესთეტიკური აღზრდა, ზნეობრივი აღზრდა, ფიზიკური აღზრდა, შრომითი აღზრდა. პიროვნულად ორიენტირებული ჰუმანისტური აღზრდის ძირითადი ფასეულობებია: ადამიანი, როგორც აღზრდის საგანი; კულტურა, როგორც გარემო, რომელიც ზრდის და კვებავს პიროვნებას; შემოქმედება, როგორც კულტურაში ადამიანის განვითარების ხერხი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9