ზრდილობა. პიროვნების განვითარების დონე, რომელიც ვლინდება მის ცოდნას, მრწამსსა და ქცევას შორის შეთანხმებულობაში და ხასიათდება საზოგადოებრივად ნიშნადი თვისებების გაფორმებულობის ხარისხით. იმან, თუ რა იცის ადამიანმა, როგორ ფიქრობს და რეალურად როგორ იქცევა, ურთიერთშეუთანხმებლობის შედეგად შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების კრიზისი, შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება, კონფლიქტი. ეს ყველაფერი აღზრდილობაზეა დამოკიდებული. აღზრდილობა პიროვნების განვითარების დღევანდელი დონეა, განსხვავებით აღზრდადობისგან, რომელიც პიროვნების პოტენციალურ დონეს წარმოადგნს, მისი უახლოესი განვითარების ზონას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.