ერთობლიობა იმ ბუნებრივი და სოციალურ-ყოფაცხოვრებითი პირობებისა, რომლებშიც მიმდინარეობს ბავშვის ყოველგვარი ცოცხალი საქმიანობა და მისი პიროვნებად ქმნადობა. აღზრდის გარემო კლასის, სკოლის, ოჯახისა და მათ მიღმა გარემოთა ერთობლიობაა. აღზრდის გარემოს ორგანიზაციის სახე შეიძლება იყოს სტიქიური, ავტორიტარული და ოპტიმალური, რომელთა წიაღში კოლექტიური ცხოვრებისა და გარემოცვის ზოგადი წესები არ ზღუდავენ ბავშვებში დამოუკიდებლობისა და შემოქმედების განვითარებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.