აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აღზ აღმ აღტ აღქ

აღზრდის მეთოდები

აღმზრდელებისა და აღსაზრდელების სისტემურად შეკავშირებული საქმიანობის ხერხები, რომლებიც ორიენტირებულია აღმზრდელობითი ამოცანების ამოხსნაზე. ეს არის აღსაზრდელების შეგნებაზე, გრძნობასა და ყოფაქცევაზე ზემოქმედების კონკრეტული გზები, რომელთა მიზანია პედაგოგიური ამოცანების ამოხსნა პედაგოგთან ერთობლივ საქმიანობაში. მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია: საზოგადოებრივ-აღმზრდელობითი გარემოს სპეციფიკაზე, აღსაზრდელთა ასაკზე, მოსწავლეთა ინდივიდუალურ-ტიპოლოგიურ უნარებსა და კოლექტივის აღზრდილობის დონეზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9