აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აღზ აღმ აღტ აღქ

აღზრდის მეთოდების კლასიფიკაცია

  1. აღზრდის მეთოდების მრავალი კლასიფიკცია არსებობს და მათი საფუძველი სხვადასხვაა. ტრადიციულად გავრცელებულია კლასიფიკაცია, რომელიც გამოყოფს მეთოდების სამ ჯგუფს: პიროვნების შეგნების ფორმირების საქმიანობის ორგანიზაციის; ქცევისა და საქმიანობის სტიმულირების.
  2. დარწმუნების მეშვეობით შეგნების ფორმირება იყენებს: დამრიგებლურ ისტორიებს, პრიტჩებს, იგავ-არაკებს, მოთხრობებს ეთიკურ თემებზე, ახსნას, ლექციებს, ეთიკურ საუბრებს, განმარტებებს, შეგონებებს, ინსტრუქტაჟს, დისპუტებს, მოხსენებებს და სხვა.
  3. საქმიანობის ორგანიზაციის მეთოდები სავარჯიშოებს, დასწავლებას, პედაგოგიურ მოთხოვნას, საზოგადოებრივ აზრს, დავალებას, აღმზრდელ სიტუაციებს და სხვა.
  4. სტიმულირების მეთოდები წახალისებას, დასჯას, შეჯიბრებას. წახალისების სახეებია: მოწონება, მადლობა, დაჯილდოება, შექება, საპატიო უფლებათა მიცემა, საპატიო სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოება და სხვა. აღზრდის უფრო ქმედითი ჯგუფები წარმოდგენილია შემდეგი ჯგუფებით:
  5. ტრადიციული დარწმუნება, ვარჯიში, წახალისება, ძალდატანება, მაგალითი. .ი
  6. ინოვაციურ-საქმიანობრივი მოდელირება, ალგორითმიზაცია, შემოქმედებითი ინვარიანტულობა.
  7. არაფორმალური პიროვნებათაშორისი აღზრდა პიროვნულად ნიშნადი ადამიანების მეშვეობით.
  8. ტრენინგულ–თამაშობითი საქმიანი თამაშები, სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგები და სხვა.
  9. რეფლექსიური საკუთარი „მე“-ს გაცნობიერებისა და საქმიანი სინამდვილის მეშვეობით. ბოლო დროს აღმზრდელობით პროცესში წარმატებით გამოიყენება აღსაზრდელებზე ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მეთოდები: შთაგონება, განდევნა, იგნორირება, დათრგუნვა, გამხნევება, მოფერებითი მიმართვა სახელით, ემოციონალური გამოძახილი, სანქციონირება, რელაქსაცია, რეფლექსია და სხვა.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9