|

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ადა ადე ადვ ადი ადმ

ადამიანური რესურსები

ხალხის იმ სხვადასხვა ხარისხობრივ თვისებათა ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს მათ შრომისუნარიანობას მატერიალურ და სულიერ სიკეთეთა წარმოებაში, და წარმოადგენს საზოგადოებრივი წარმოების განვითარების განმაზოგადებელ მაჩვენებელს. ამასთან, არჩევენ ორგანიზაციის, რეგიონის, დარგის, ქვეყნის ადამიანურ რესურსებს და მათი მართვის დონეებს. ადამიანურ რესურსებში, ანუ „საკადრო პოტენციალში“, გამოყოფენ მათი შესწავლის შემდეგ ძირითად ასპექტებს: ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურს (პიროვნების დონე), სოციალურფსიქოლოგიურს (კოლექტივის დონე), სოციოლოგიურს ანუ სოციალურ-ეკონომიკურს (საზოგადოებისა და მისი ქვესტრუქტურების დონე).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9