აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
აღზ აღმ აღტ აღქ

აღმზრდელობითი მუშაობა

საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი, რომლის ორგანიზაცია და ჩატარება ხდება სწავლების პროცესთან მჭიდრო ურთიერთკავშირში, აღსაზრდელთა სოციალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებების, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და შექმნილი პირობების გათვალისწინებით. სკოლის აღმზრდელობითი მუშაობა ორიენტირებულია იმ ამოცანების რეალიზაციაზე, რომლებიც პრიორიტეტულია სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკით. სკოლაში აღმზრდელობითი მუშაობის ძირითადი მიზანია სოციალიზირებული, ინფორმაციულად-კომპეტენტური პიროვნების აღზრდა, ყოველი მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის უზრუნველყოფა, სკოლის მოსწავლეებთან კოლექტიური მუშაობა ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით, მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება, პიროვნების სულიერ-ზნეობრივი ქმნადობა, ტოლერანტობის აღზრდა, მათ ცნობიერებაში ისეთ ზნეობრივ ფასეულობათა დამკვიდრება, როგორიცაა: სიკეთე, ღირსება, სინდისი, გულმოწყალება, ტოლერანტობა და სხვა. სკოლის აღმზრდელობითი სისტემა ეფუძნება საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო საქმიანობათა ინტეგრაციას, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის პროექტული ფორმების განვითარებას, სკოლისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა თუ კულტურისა და სპორტის დაწესებულებათა ურთიერთქმედებებს, ოჯახის, მოსწავლეების, საზოგადოების დაკვეთას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9