კომპლექსი, რომელიც თავის თავში მოიცავს: მიზნებს; სუბიექტებს, რომლებსაც ევალებათ ამ მიზნების რეალიზება; საქმიანობას; მიმართებებს, რომლებიც წარმოიშობა მის მონაწილეთა შორის და აერთიანებენ მათ; აღზრდის სუბიექტების მიერ ათვისებულ გარემოს და მართვას, რომელიც უზრუნველყოფს აღმზრდელობითი სისტემის კომპონენტების ერთიანობასა და ამ სისტემის განვითარებას. ნებისმიერი კომპონენტის დაკარგვა იწვევს მთლიანობაში სისტემის ნგრევას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.