საგნების, სიტუაციებისა და ხდომილობების ერთმთლიანი ასახვა, რომელიც წარმოიშობა გრძნობის ორგანოებზე ფიზიკური გამღიზიანებლების უშუალო ზემოქმედების შედეგად. შეგრძნებების პროცესებთან ერთად აღქმა უზრუნველყოფს უშუალო-გრძნობით ორიენტირებას გარესამყაროში. აღქმა შემენების აუცილებელი ეტაპია და ყოველთვის მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია აზროვნებასთან, მეხსიერებასთან, ყურადღებასთან, მიმართულებას აძლევს მოტივაცია და აქვს გარკვეული ემოციონალური შეფერილობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.