ინტელექტუალური მზაობა მიღწეული უნდა იყოს შემეცნებითი პროცესების (აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, წარმოსახვის, მეტყველების) სისტემატური სწავლების დასაწყისისათვის საკმარისი სიმწიფის დონე, უნდა ფლობდეს ცოდნასა და უნარჩვევებს საბავშვო ბაღის სტანდარტული პროგრამების ფარგლებში. სკოლისათვის ბავშვის მზაობის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ისეთი მეთოდიკების კომპლექსი, რომლებიც ორიენტირებულია შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების, პიროვნების ინდივიდუალური თავისებურებებისა და თვისებების გამოკვლევაზე, კერძოდ, ისეთები, როგორიცაა ტესტი „მოტივაციური მზაობა“ (ლეონიდ ვენგერი), ბენდერტესტი და მრავალი სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.