უმაღლესი ნერვული სისტემის, ხასიათის თვისებების, ცხოვრებისეული გამოცდილების, ზნეობრივი შეგნებისა და კომპლექსების თავისებურებათა ერთობლიობა, რომელიც ვლინდება ბავშვისათვის ტიპიურ ფსიქიკურ მდგომარეობებში, რეაქციებსა და სინამდვილისადმი მიმართებებში. ბავშვის შინაგან გარემოსთან, რომელიც სრულად განსაზღვრავს ბავშვის ინდივიდუალურობას, პედაგოგი აუცილებლად მუდმივად უნდა ათანხმებდეს ყველა აღმზრდელობით ზემოქმედებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.