იგივე ფორერის ეფექტი ანუ სუბიექტური დადასტურების ეფექტი, უნიკალური ფსიქოლოგიური ფენომენია, რომლის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს სჯერათ მათი პიროვნების აღწერის, რომელიც, მათი აზრით, მათთვისაა შექმნილი, მაგრამ სინამდვილეში განზოგადებულ ხასიათს ატარებს და შეიძლება მათი გამოყენება სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც. ბარნუმის ეფექტი, ცივი კითხვის ეფექტთან ერთად, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ყალთაბანდების, თაღლითების, ქირომანტების, მედიუმების და სხვათა მიერ. ეს კეთდება მოტყუების მიზნით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.