ყრუ ბავშვების სწავლებისა და აღზრდის სისტემა. ბილინგვისტური სწავლება გამოიყენება როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული მიდგომა ორალიზმთან და ტოტალურ კომუნიკაციასთან ერთად. იგი მოიცავს ეროვნული სიტყვიერი ენისა და ეროვნული ჟესტური ენის სწავლებას, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ორ თანაბარფასოვან საშუალებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.