(behavir ქცევა) — მოძღვრება, რომელშიც ფსიქოლოგიური კვლევების საგნად განიხილება ადამიანის ქცევა და შეისწავლება მისი დამოკიდებულება შინაგანი და გარეგანი სტიმულებისაგან. ეს არის ადამიანისა და ცხოველების ფსიქოლოგიის მიმართულება, სიტყვასიტყვით: მეცნიერება ქცევის შესახებ. ამ მიმართულებამ რადიკალურად გარდაქმნა ფსიქიკის შესახებ წარმოდგენათა მთელი სისტემა. მისი კრედო გამოიხატა ფორმულით, რომლის თანახმად ფსიქოლოგიის საგანი არის ქცევა და არა ცნობიერება. იმ პერიოდში, როცა წარმოიშვა ეს მიმართულება, მიღებული იყო ტოლობის ნიშნის დასმა ფსიქიკასა და ცნობიერებას შორის. ფსიქიკურ პროცესებად ითვლებოდა ის პროცესები, რომლებიც იწყებოდა ცნობიერებაში და თავდებოდა იმავ ცნობიერებაში. ამიტომ წარმოიშვა ვერსია: ცნობიერების მოცილებით ბიჰევიორიზმი მოახდენს ფსიქიკის ლიკვიდაციას. ბიჰევიორიზმი დააფუძნა ჯონ უოტსონმა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.