ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბრი ბრმ ბრო

ბროკის სფერო

იგივე ბროკის ცენტრი. თავის ტვინის ქერქის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მარცხენა ნახევარსფეროში, საფეთქლის მესამე ხვეულის უკანაქვედანაწილში (აღმოჩენილია ფრანგი ანთროპოლოგისა და ქირურგისპოლ ბროკის მიერ 1865 წელს). მისი მუშაობით უზრუნველიყოფა მეტყველების მოტორიკული ორგანიზაცია და უპირატესად დაკავშირებულია ფონოლოგიურ და სინტაქსურ კოდიფიკაციებთან. წარმოადგენს კინეტიკურმოტორიკულ ვერბალურ ანალიზატორს, რომელშიც გადამუშავდება უპირველეს ყოვლისა პროპრიოცეფციული ინფორმაცია. ამ ცენტრის დაზიანებისას წარმოიქმნება ეგრეთწოდებული ბროკის აფაზია, რომელიც ხასიათდება ცალკეული მეტყველებითი მოძრაობების ერთიან მეტყველებით აქტში შეერთების შეუძლებლობით. ავადმყოფებს არ შეუძლიათ კითხვა და წერა, მაგრამ გებულობენ მეტყველებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9