გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გაბ გაგ გაკ გამ გან გარ გახ

გაკვეთილი

  1. სწავლების ორგანიზაციის ფორმა, შექმნილი მოსწავლეთა მიერ შესასწავლი მასალის (ცოდნის, უნარების, ჩვევების, მსოფლმხედველობისა და ზნეობრივესთეტიკური იდეების) დაუფლების მიზნით. ასეთი ფორმა გამოიყენება სწავლების საკლასოსაგაკვეთილო სისტემაში და ტარდება კლასისათვის, ე. ი. მუდმივი სასწავლო კოლექტივისათვის. ასეთი ფორმით ტარდება მეცადინეობები საგანმანათლებლო დაწესებულაბათა უმრავლესობაში, რომლებშიც სწავლების საკლასოსაგაკვეთილო სისტემის პირობებში რეალიზდება ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამები (სკოლებში, ლიცეუმებში, გიმნაზიებში კოლეჯებში და ა. შ.). ამავე დროს იგი სასწავლო პროცესის ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ეს ფორმა მხოლოდ 350 წელია არსებობს და უკვე მიაღწია თავის კულმინაციას: გაკვეთილის გარეშე სწავლება არ არსებობს.
  2. გაკვეთილები შეჯიბრებისა და თამაშების ფორმაში: კონკურსი, ტურნირი, ესტაფეტა, „დუელი“,KBH,საქმიანი თამაში, კროსვორდი, ვიქტორინა და სხვ.
  3. გაკვეთილები, რომლებიც დამყარებულია მუშაობის საზოგადოებრივ პრაქტიკაში ცნობილ ფორმებზე, ჟანრებზე და მეთოდებზე: გამოკვლევა, გამოგონება, პირველწყაროების ანალიზი, კომენტარი, გონებრივი იერიში, ინტერვიუ, რეპორტაჟი, რეცენზია და სხვა.
  4. გაკვეთილები, რომლებიც დამყარებულია სასწავლო მასალის არატრადიციულ ორგანიზაციაზე: სიბრძნის გაკვეთილი, ზეშთაგონების გაკვეთილი, „დუბლიორი იწყებს მოქმედებას“ და სხვა.
  5. გაკვეთილები, რომლებიც გვაგონებენ ურთიერთობის პუბლიკურ ფორმებს: პრესკონფერენცია, აუქციონი, ბენეფისი, მიტინგი, რეგლამენტირებული დისკუსია, პანორამა, ტელეგადაცემა, ტელეხიდი, დიალოგი, „ცოცხალი გაზეთი“, ზეპირი ჟურნალი და სხვა.
  6. გაკვეთილიფანტაზიები: გაკვეთილი სიურპრიზი, გაკვეთილი ზღაპარი და სხვა.
  7. გაკვეთილები, რომლებიც ეფუძნება დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობის იმიტაციას: გასამართლება, გამოძიება, ტრიბუნალი, ცირკი, საპატენტო ბიურო, სამეცნიერო საბჭო, სარედაქციო საბჭო და სხვა.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9