გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გაბ გაგ გაკ გამ გან გარ გახ

გაკვეთილის კონსპექტი

გაკვეთილის მსვლელობის დაწვრილებითი და სრული გადმოცემა, რომელიც ასახავს მასწავლებლისა და მოსწავლეთა ერთობლივ საქმიანობას. კონსპექტი საჭიროა გაკვეთილასათვის მომზადების მიზნით, რადგანაც მასზე მუშაობა დაეხმარება მასწავლებელს სასწავლო მასალის სისტემატიზირებაში, მისი გადმოცემის ლოგიკური თანამიმდევრობის მოწესრიგებაში, ფორმულირებებისა და ცნებების დაზუსტებაში, გაკვეთილის ცალკეულ რგოლებს შორის მიმართებათა განსაზღვრაში. ეს არის გაკვეთილის ვრცელი გეგმა, რომელიც შეიცავს: თემის ფორმულირებას, გაკვეთილის ამოცანებს, მოწყობილობას, დავალებებს მოსწავლეთათვის გაკვეთილის ყოველ ეტაპზე,დავალებათა შესრულების ალგორითმებს, მასწავლებლის გამოსვლის ფრაგმენტებს ან ახალი მასალის სრულ ტექსტს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9