როგორც პროცესი: სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და დამატებითი განათლების დაწესებულებებში, ასევე, თვითგანათლების შედეგად, ცოდნის, უნარჩვევების, შემეცნებითი და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების, ფასეულობრივ ორიენტაციათა და მიმარ–თებათა სისტემის შეთვისება და დაუფლება. როგორც მედეგი: ცოდნის, უნარჩვევების, საქმიანობისა და მიმართებების გამოცდილების შეთვისებაში მიღწეული დონე. როგორც სისტემა: მემკვიდრეობითი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების ერთობლიობა, მათი მარეალიზებელი საგანმანათლებლო დაწესე– ბულებებისა და განათლების მართვის ორგანოების ქსელი. საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადების ხასიათი–დან გამომდინარე, განათლების სამი სახე არსებობს: ზოგადი განათლება, უმაღლესი განათლება, და პროფესიული განათლება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.