მეცნიერული ცოდნის, უნარებისა და ჩვევების, შემოქმედებითი საქმიანობის მიმართებებისა და გამოცდილების სისტემა, რომლის დაუფლებაც უზრუნველყოფს აღსაზრდელების გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობათა მრავალმხრივ განვითარებას, მათი მსოფლმხედვილობის, ზნეობისა და ქცევის ფორმირებას, მათ მომზადებას საზოგადოებრივი ცხოვრებისა და შრომისათვის. განათლებისა და აღზრდის შინაარსის წყაროა კულტურის მთელი მრავალსახეობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.