გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გაბ გაგ გაკ გამ გან გარ გახ

განათლების ეკონომიკა

ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და განვითარებადი მიმართულება მეცნიერებაში. განათლების ეკონომიკა: სწავლობს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების რესურსული უზრუნველყოვის დონეს; იკვლევს საგანმანათლებლო სისტემაში დაბანდებათა ეფექტურობას; სწავლობს განათლების მიმართებებს ეკონომიკურ ზრდასთან. განათლების ეკონომიკა ის საფუძველია, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს მთელი განათლების სისტემა. მისი ელემენტებია: სკოლამდელი განათლება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, პროფტექსასწავლებლები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები. სისტემის ამ ნაწილებიდან თითოეულს თავისი სპეციფიკა გააჩნია. განათლების ეკონომიკა სწავლობს საგანმანათლებლო მომსახურებათა ბაზარს და მასში მიმდინარე პროცესებს. სისტემაში ისეთი ელემენტების დანერგვა, როგორიცაა: მარკეტინგი. მენეჯმენტი და სხვა., ამაღლებს საგანმანათლებლო მომსახურებათა დონეს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9