ტრადიციულად განათლების მიზნები განისაზღვრება როგორც მოსწავლეებში ცოდნისა და უნარჩვევების ფორმირება, ადამიანის კულტურასთან ზიარება, მისი მომზადება შრომისათვის. ჰუმანისტური პარადიგმის კონტექსტში, რომელიც ემყარება განმავითარებელ მიდგომას, განათლების მიზნებში პრიორიტეტული
პიროვნების ინდივიდუალური მონაცემების გახსნა;
მოსწავლის ზიარება მსოფლიო და ეროვნულ კულტურასთან, მეცნიერების სისტემატიზირებული საფუძვლებისა და ხელოვნების ათვისების გზით;
ფასეულობითი აღზრდა და მსოფლმხედველობის განვითარება, როგორც ფასეულობრივი ორიენტაციებისა და სამყაროს ხედვის სისტემისა. ადამიანის ადგილი სამყაროში;
ფიზიკური და ვალეოლოგიური აღზრდა;
ზოგადი და პროფესიული მომზადება შრომითი საქმიანობისათვის;
პიროვნების გაყვანა თვითაღზრდისა და თვითგანვითარების, სასწავლო და პროფესიული საქმიანობის, შემოქმედებისა და მორალურ-ზნეობრივი თავისუფლების აღქმის დონეზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.